მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული კომპანიის მიერ Google-ის სისტემით, საზღვარგარეთ განხორციელებული სარეკლამო მომსახურება დღგ-სგან გათავისუფლდა

587deaaa9d5dd
ნინო კვინტრაძე
17.01.17 13:54
3351
ქართული კომპანიის მიერ Google-ის სისტემით, საზღვარგარეთ განხორციელებული სარეკლამო მომსახურება დღგ-სგან გათავისუფლდა, - კერძოდ საუბარია კომპანია „ალტერ ვეის“ საქმეზე, რომელმაც დღგ-სგან გათავისუფლების მოთხოვნით ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს მიმართა. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაყრელი დაბეგვრის რეჟიმი მნიშვნელოვან სტიმულს აჩენს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის.

ფინანსთა მინისტრის თქმით ის ფაქტი, რომ ქართული კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურებას უწევს უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას, ადასტურებს, რომ ბოლო წლებში საგადასახადო სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო პერსპექტიული და მიმზიდველი გახადა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის.

როგორც კომპანიაში ბიზნესკონტრაქტს განუმარტეს, მათ მიერ შექმნილი ინტერნეტ ვებ-გვერდების ნაწილი მხოლოდ უცხოელ მომხმარებელზეა გათვლილი, სადაც Google-ის სარეკლამო სისტემაა გამოყენებული, რომელიც ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს რეკლამის დამკვეთსა და კომპანიას შორის.

"გვქონდა მოსაზრება, რომ რადგან მომსახურება საქართველოს ფარგლებს გარეთ არის გაწეული ჩვენ უნდა გადავიხადოთ მხოლოდ მოგების გადასახადი და არ გვეკუთვნის დღგ-ს გადახდა.

მსგავსი საქმიანობით დღეს ბევრი ფიზიკური პირია დაკავებული, თუმცა მსგავსი მასშტაბით არა, როგორც ეს ჩვენს შემთხვევაშია. თემა საკმაოდ რთული იყო და მასში გასარკვევად საკმაო დრო გახდა საჭირო“, - ამბობს ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი, გიორგი რომანაძე. შედეგად, კომპანიამ მიიღო იურიდიული საბუთი, რომელიც ადასტურებს, ისინი დამატებითი ღირებულების გადასახადისგან თავისუფლები არიან.

"ჩვენი კომპანიის მაგალითით დადგინდა რომ „გუგლისგან“ მიღებული შემოსავალი თუკი „ტრეფიკი“ არის უცხოური თავისუფალია დღგ-სგან". - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, Google-ს თავისი სარეკლამო სერვისი საქართველოში დანერგილი არ აქვს, თუმცა საზღვარგარეთ ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია, რადგან კომპანია მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, Google თავად აგერენირებს მომხმარებლისთვის საინტერესო რეკლამას, რაც ტრადიციულ რეკლამაზე ბევრიად ეფექტურად ითვლება.

“სოციალური რეკლამის განვითარებას საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს. მომხმარებელი ნელ-ნელა ხვდება რომ ციფრული მარკეტინგითაც შეიძლება შედეგის მიღება, რაც გაცილებით იაფია მაგალითად ტელევიზიასთან შედარებით,.როდესაც საქმიანობა დავიწყეთ კომპანიებს ეშინოდათ ამაში ფულის ჩადება, მაგრამ ეხლა სიტუაცია შეიცვალა. ციფრული მარკეტინგი გვაძლევს საშუალებას რომ მხოლოდ იმ ადამიანებზე დავხარჯოთ ფული, ვინც არის სეგმენტი და კონკრეტული პროდუქტის მომხმარებელი“, - ამბობს გიორგი რომანაძე.

„ჩვენ Google-ის სისტემას ვიყენებთ სარეკლამოდ, სადაო საკითხი იყო, ის არის თუ არა ჩვენი მომსახურება სარეკლმაო მომსახურება, რადგან როგორც წესი უცხოეთში გაწეული სარეკლმამო მომსახურება თავისუფალია დღგ-სგან. დადგინდა რომ მომსახურება არის სარეკლამო და არ გვიწევს დღგ-ს გადახდა", - განმარტავენ კომპანიაში.
ამასთან კომპანია უახლოესი ერთი თვის განმავლობაში საქართველოში Google-ის მეორე პარტნიორი გახდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები