მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ 4 თანაწარმდგენი შეემატა

აშშ

კონგრესში, “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ 4 ახალი თანაწარმდგენი შეემატა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის ჯო უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს თავდაპირველად ერთი თანაავტორი ჰყავდა - დემოკრატი კონგრესმენი სტივენ კოენი. "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კრძალავს ბიძინა ივანიშვილის ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან.

კონგრესის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, 31 იანვარს თანაწარმდგენები გახდნენ რესპუბლიკელი მაიკლ ტერნერი და მაიკლ ლოულერი, ხოლო დემოკრატებიდან: ლოიდ დოგეტი და ემანუელ კლივერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები