ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების ინიციატივა წარადგინა.
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით,“ – წერს უილსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
„კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად, ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია“, – დასძენს კონგრესმენი.
შესწორების ტექსტის თანახმად, აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას ისახავს მიზნად.
„არც ერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრის გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან სხვაგვარად მიანიშნოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის აღიარება“, – ნათქვამია შესწორებაში.

ასახული შესწორების წინადადება, რომელსაც კენჭი უნდა უყარონ კანონპროექტის 313-ე მუხლს მიემართება, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომ ტექსტში აშშ-ს მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს.




























