გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს X-ზე ეხმიანება და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს გადაწყდება, გააგრძელებს თუ არა საქართველო ევროპულ გზას.
"საქართველოს მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლები გადაწყვეტენ, შეჩერდეს საქართველოს EU პერსპექტივა თუ გაგრძელდეს ევროპისკენ სვლა. ქართული კოშმარით ევროპული ოცნება დასრულებულია", - წერს მაიკლ როთი.
Despite the disinformation campaigns of the ruling party in Georgia, one thing is clear: in the 🇬🇪parliamentary elections on October 26, voters will decide whether to stop the EU perspective or continue on the European path. With the Georgian nightmare,the European dream is over.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) June 26, 2024