მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული კვალის წაშლა აფხაზეთში მიზანმიმართულად მიმდინარეობს“ - ნინო ბურჭულაძე

ნინო

აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია - ამის შესახებ ვრცლად „ქალების ნარატივში“ “საყდრისის კომიტეტის კულტურული მემკვიდეობისთვის“ დამფუძნებელმა, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გალში კიდევ შენარჩუნებულია ქართული კვალი, თუმცა აფხაზეთში შეუქცევადი პროცესებია დაწყებული.

„აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნახვა ყოველთვის გვინდოდა, მაგრამ მოგეხსენებათ, ტერიტორია ოკუპირებულია და ამაზე რამდენიმე წელი ვერც კი ვიოცნებებდით. 2023 წლის მაისში ბედმა გაგვიღიმა და მაღალი რისკის მიუხედავად, მოვახერხეთ რამდენიმე ეტაპად აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადაღება. ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია, აფხაზეთში მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლა. ეკლესიები გადაღებილია, ძველი ქართული წარწერები და ფრესკები ამოფხეკილი, შერვაშიძეების სასახლეს „ჩეჩმას რეზიდენცია“ აწერია, სოხუმის ეროვნულ მუზეუმში ექსპონატებზე ქართული კვალი გამქრალია.

ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძეგლებს მტრობს ბუნებაც, ამიტომაც საჭიროა მოქმედება, მოქმედება საქართველოს მთავრობის მხრიდანაც,“ - აღნიშნა ნინო ბურჭულაძემ

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ “საყდრისის კომიტეტმა“ მოპოვებული მასალები აფხაზეთში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე გაუგზავნა „იუნესკოსაც“ და „ლურჯი ფარის საერთაშორისო ორგანიზაციას“, თუმცა პასუხები მათგან უიმედო იყო, რადგან მათ ხელი არ მიუწვდებათ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები