"ქართული ლუდის კომპანია" წელს 20 მილიონი ლარის ბონდების გამოშვებას გეგმავს, - ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა კახა კოტრიკაძემ "საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
"წელს მოხდება საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად გარდაქმნა, "ქართული ლუდის კომპანია“ აპირებს ბონდების გამოშვებას, თავდაპირველად 20 მილიონი ლარის, რომელიც ჩვენს საფონდო ბირჟაზე განთავსდება", - განაცხადა კოტრიკაძემ.

























