"ქართული ლუდის კომპანიამ" გერმანულ Krombacher-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. შედეგად, ზედაზენი გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. ამასთან არამარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში. თანამშრომლობასთან დაკავშირებით ღონისძიება გუშინ, თბილისში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა.