ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია Vanrik Agro Group მომავალ წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეალიზაციის ორჯერ ზრდას ელოდება. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიაში განუცხადეს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დაინტერესება ქართული მოცვით წელს ძალიან დიდი იყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას მარაგები ამოეწურა, დამატებითი პროდუქცია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვერ გავიდა.
კომპანიის მთავარი ინჟინერი ლადო ურუშაძე "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, რომ ქართულ ლურჯ მოცვზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, რადგანაც კლიმატიდან გამომდინარე მოსავლის აღება შედარებით გვიან ხდება. ურუშაძის განმარტებით, მაშინ, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ლურჯი მოცვის მარაგები ამოწურულია, საქართველოს შეუძლია დაკვეთებს პროდუქცია მიაწოდოს.
ქართული მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე წელს გავიდა.

























