მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მარწყვის გამოწვევები ადგილობრივ ბაზარზე

BM.GE
02.05.23 11:31
215
მარნეულში, სოფელ აზიზქენდში, გასულ წელს დაახლოებით 2 მლნ ლარამდე ინვესტიციით, მარწყვის სასათბურე მეურნეობა „აგროსფეისი“ გაშენდა, რომელმაც პირველი მოსავალი შარშან მიიღო. მეურნეობაში, რომელიც ჯამში 3 ჰექტარს აერთიანებს, მარწყვის ბაღი ნახევარ ჰექტარს მოიცავს. "აგროსფეისის" გუნდში სურთ, რომ ადგილობრივი მაღალი ხარისხის მარწყვით, იმპორტირებული პროდუქტი ჩანაცვლდეს. შედეგად, ქართული მარწყვი უკვე რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში შევიდა და ექსპორტზე მუშობაც აქტიურად მიმდინარეობს.

სტუმარი: ნუცა სალუქვაძე - “აგროსფეისის” თანადამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები