„ქართული მატყლის კომპანიას“ საკუთარი პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. კომპანიის დამფუძნებლის ზაურ კულიევის განცხადებით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებსა და კონტროლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ევროკავშირში მატყლის შეტანას N142/2011 რეგულაცია განსაზღვრავს, რომელიც მწარმოებლისგან დაუმუშავებელი მატყლის დაცული და დალუქული სახით გაგზავნას პირდაპირ გადამამუშავებელ კომპანიებში მოითხოვს.
ზაურ კულიევის განცხადებით, მატყლზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით შემცირდა. კომპანიისთვის მნიშვნელოვან პრობლემას ლარის კურსი წარმოადგენს, რადგან დოლარის გამყარებამ პროდუქციაზე ფასის ვარდნა გამოიწვია.
„ქართული მატყლის კომპანიის“ პროდუქციაზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის ბაზარზეა.