„კომპანია „მიკროგრინის“ პროდუქტი კატარში ექსპორტზე გავიდა“-ამის შესახებ „მიკროგრინის“ დამფუძნებელმა მარიტა გენებაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხევევაა, როცა საქართველოდან მიკრომწვანილი სარეალიზაციოდ საზღვარგარეთ გავიდა. გენებაშვილის განცხადებით, ყატარში პროდუქცია ექსპორტზე სატესტო რეჟიმში გაიგზავნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები სხვა მეზობელ და არამეზობელ ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.
„პირველად ჩვენს ისტორიაში და ზოგადად საქართველოს ისტორიაში მიკრომწვანილი გადის ექსპორტზე. ჩვენი პროდუქცია სატესტო რეჟიმში, კატარში გადის, თუმცა მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც მიმდინარეობს.“-განაცხადა მარიტა გენებაშვილმა.