მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული მინერალური წყალი ექსპორტზე საუდის არაბეთში გავიდა

577a452c2bf3f
BM.GE
04.07.16 15:12
8992
ივლისიდან საუდის არაბეთში ქართული კომპანია "საირმის" მინერალური და წყაროს წლის რეალიზაცია დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული სასმელი წყალი შედის სამეფოს 32 მილიონიან ბაზარზე. ამ ეტაპზე, საუდის არაბეთში შეტანილია 240 ათასი ბოთლი. პროდუქციის შემომტანია საუდური კომპანია “Amlak Trading Est.”

საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ქვეყანაში ხორციელდება ქართული პროდუქციის პოპულარიცაზია და ამასთან დაკავშირებით დაგეგმილია რამდენიმე საპრეზენტაციო ღონისძიება.

წყლის დეგუსტაციის მიზნით, ქართული მინერალური და წყაროს წყლის გარკვეული რაოდენობა გადაეცა ქ. რიადში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მსხვილ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები