მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული მოდის ბრენდი KEBURIA ლონდონის მოდის კვირეულზე წარდგება

გიორგი ქებურია

2025 წლის 20-24 თებერვალს ლონდონის მოდის კვირეული გაიმართება. კვირეულის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, ლონდონის მოდის კვირეულში ქართული მოდის ბრენდის - KEBURIA-ს ჩვენება გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს ლონდონის მოდის კვირეულზე KEBURIA-ს დებიუტია.

KEBURIA-ს ჩვენება 24 თებერვალს არის ჩანიშნული და ბრენდი კვირეულზე მამაკაცის და ქალის ტანსაცმლის ხაზს წარადგენს.

KEBURIA ქართული მოდის ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. ბრენდის ხელმძღვანელი დიზაინერი გიორგი ქებურიაა. ბრენდის ტანისამოსი სხვადასხვა დროს მსოფლიო ვარსკვლავებმაც მოირგეს. KEBURIA-ს მომხმარებლებს შორის იყვნენ მაგალითად მოდელი კაია გერბერი, მომღერალი მაილი საირუსი, პამელა ანდერსონი, ქაილი ჯენერი და სხვა ვარსკვლავები.

აღსანიშნავია, რომ დიზაინერი გიორგი ქებურია ფართო მასებისთვის კიდევ უფრო ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “რუსული კანონის” მიღების პროცესში, “ქართული ოცნების” დეპუტატს ნინო წილოსანს, რომელსაც დიზაინერის პიჯაკი ეცვა - სახალისო პოსტით გამოეხმაურა.

ქე­ბუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბას ნინო წი­ლო­სან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უპა­სუ­ხა. დეპუტატმა დიზაინერის პიჯაკი სოციალურ ქსელ “ტიკტოკზე” გაათამაშა და ის ერთ-ერთ გამომწერს საჩუქრად გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები