საქართველომ წელს მოცვის ექსპორტიდან 63.1 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 48.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საექსპორტო ფასი 1 კილოგრამისთვის 6.46 აშშ დოლარია, რაც გასული წლის 7 თვესთან შედარებით მცირედი კლებაა. 2025 წლის იანვარ-ივლისში ფასი 6.71 აშშ დოლარი იყო.
bm.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ ქართული მოცვის გასაღების TOP-10 ბაზარს 2026 წლის იანვარ-ივლისში:
- რუსეთი: $57.31 მლნ (8,848.9 ტონა)
- გერმანია: $1.46 მლნ (240.5 ტონა)
- ნიდერლანდები: $1.17 მლნ (167.1 ტონა)
- სომხეთი: $1.05 მლნ (192.8 ტონა)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები: $672.6 ათასი (68.9 ტონა)
- თურქეთი: $458.9 ათასი (101.7 ტონა)
- პოლონეთი: $346.7 ათასი (75.6 ტონა)
- ინდოეთი: $171.2 ათასი (14.8 ტონა)
- ბელარუსი: $146.3 ათასი (25.5 ტონა)
- ისრაელი: $136.7 ათასი (12.3 ტონა)




























