მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული მწვანილის ფასი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია"

5affd1ea3cd32
ანუკა ჯოხაძე
19.05.18 14:00
1896
ქართველ ფერმერებს მწვანილი ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე გააქვთ,- ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი ანდრეი იარმარკი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს მწვანილი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, თუმცა, ფერმერები სწორად არ ირჩევენ ბაზრებს. მათი პროდუქცია რუსეთსა და უკრაინაში საკმაოდ დაბალ ფასებში იყიდება, ამის საპირისპიროდ კი ევროკავშირის 500 -მილიონიანი ბაზარი მათ მრავალ შესაძლებლობას სთავაზობს.

ექსპერტის განცხადებით, ევროკავშირის ბაზრის ერთ-ერთი მოთხოვნა მაღალი ხარისხია, რომლის დაკმაყოფილების შესაძლებლობაც საქართველოს ნადვილად აქვს.

"ქართულ მწვანილს აქვს საუკეთესო ხარისხი, თუმცა, ქართველი ფერმერები ძირითადად დაბალფასიან მწავნილზე არიან ფოკუსირებული. ფასი მათ პროდუქციაზე მთელ მსოფლიოში ყველაზე დაბალია. ამასთან, ისინი თავიანთ პროდუქციას ძალიან დაბალ ფასებში ყიდიან ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოს შეუძლია პროდუქცია გაიტანოს როგორც ამერიკაში ისე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაგრამ ეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გათვალისწინებით, უფრო მარტივია ევროკავშირის ბაზარზე",-აცხადებს ანდრეი იარმარკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები