მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული მხარე წელს პირველად, საფრანგეთის ღვინის კონგრესზე მიიწვიეს

5713b5d9e8872
BM.GE
17.04.16 20:05
1536
საფრანგეთში ენოლოგების ყოველწლიურ შეკრებას, წელს პირველად საქართველოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან. როგორც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ს ახალმა ვიცეპრეზიდენტმა ანა გოდარბელიძემ “საქმიან დილას“ განუცხადა, ღონისძიებას რამდენიმე ქართველი მეღვინეც დაესწრება. ადგილზე მოხდება ქართული ღვინის დეგუსტაციაც. მისივე თქმით საფრანგეთში ქართულ ღვინოზე პრეზენტაცია, პროექტის ფარგლებში სამჯერ გაიმართება.
 
"იშვიათი შემთხვევაა, რომ ასეთ დიდ კონგრესზე ქართველები ვართ მიწვეული. ასეთი შეხვედრების შემდეგ, ჩვენი ღვინოც უფრო მეტად ცნობილი ხდება,“- აღნიშნავს ანა გოდარბელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები