ქართული ოცნებაში ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიამ ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია დაიქირავა კატეგორიულად უარყოფენ.
როგორც bm.ge-ს "ქართულ ოცნებაში" განუცხადეს, მსგავს კომპანიაზე საუბარი არც ყოფილა.
შეგახსენებთ: დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტიაში ახალი წევრებისა და სახეების მოზიდვაზე მუშაობენ და საამისოდ კომპანია დაიქირავეს. ამასთან, გავრცელებული ინფრომაციით, სახელისუფლო პარტიაში დაწყებული იყო რეკრუტირების პროცესი.

























