მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ოცნება" ახალი ლიცენზიებისა და მოთხოვნების შემოღებაზე მოროტორიუმის დაწესებას გეგმავს

57d3ba403baae
BM.GE
10.09.16 11:45
2406
"ქართული ოცნება" კომპანიის დარეგისტრირების ონლაინ სერვისის შექმნას გეგმავს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის მიხედვით, არსებული მონაცემების ონლაინ ცვლილება, საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე იქნება შესაძლებელი. ასევე, გამოცხადდება მოროტორიუმი ახალი ლიცენზიებისა და ნებართვების შემოღებაზე. აღნიშნული მოროტორიუმი შეეხება ნებისმიერ საქმიანობას, გარდა იმისა რომელიც იმპერატიულად მოთხოვნილია, რომ იყოს ლიცენზირებადი საქმიანობა საქართველოს მიერ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებით.

"გამოცხადდება მოროტორიუმი ახალი მარეგულირებელი ორგანოს შექმნაზე. მოხდებსა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. 100 000 ლარამდე გაიზრდება გადასახადებისგან თავის არიდებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ზღვარი, რაც 2017 წლიდან ხანდაზმულობის ვადის 3 წლამდე შემცირების ფონზე მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება ბიზნესისთვის“, - ვკითხულობთ პროგრამაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები