მთავრობა მომავალ 4 წელში უმუშევრობის 40%-ით შემცირებას ელოდება. როგორც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას პრემიერმა განაცხადა, ყველა ის პროგრამა, რომელის განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს, მომავალ 4 წელში დამატებით მინიმუმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნის, რაც მისი თქმით, დღევანდელი უმუშევრობის 40%-ით შემცირებას ნიშნავს.
"ეს არის ის კონსერვატიული ციფრები, რომლებიც შესაძლოა რომ მეტი იყოს, მაგრამ ჩვენ ჩვენს მოსახლეობას უნდა დავპირდეთ ის რისი შესრულების საფრთხეც არ არსებობს.", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას რეფორმის 4 პუნქტიან გეგმაზე ისაუბრა. პრემიერის განცხაადებით, ეკონომიკური დანაშაულის შემთხვევაში პატიმრობა მხოლოდ გამონაკლის შემთვევაში იქნება გამოყენებული. ასევე, პრემიერის განცხადებით გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების თანხები. კერძოდ, 5 მილიარდი დოლარი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

























