მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატს არ წარადგენს

5b6850a6946b1
BM.GE
06.08.18 17:42
624
ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატს არ წარადგენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც გამარჯვება შეუძლია, უარს ვამბობთ კანდიდატის წარდგენაზე. ამასთან, ჩვენ შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი რომელიმე კანდიდატს“, - ამბობს კობახიძე და დასძენს რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტია მას შემდეგ გააჟღერებს, რაც ყველა კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები