"ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველივე ტურში იმარჯვებს.
ეგზიტპოლის შედეგები პარტიის ოფისში პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასეთია:
სალომე ზურაბიშვილი - 52.3%,
გრიგოლ ვაშაძე - 28.1 %
დავით ბაქრაძე - 9.2 %
ზურაბ ჯაფარიძე - 3.3%
შალვა ნათელაშვილი - 3.1%
ეგზიტპოლი ორგანიზაცია "ფსიქოპროექტმა" ჩაატარა.

























