მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქართული ოცნების" წევრის ისკო დასენის დეკლარაციაში დეპუტატის ხელფასი მითითებული არაა

5c615dbed8e2a
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.19 16:16
4239
"ქართული ოცნების" დეპუტატ ისკო დასენს საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ის პარლამენტში მუშაობისთვის ხელფასს იღებს.

მას არაფერი არ აქვს მითითებული გრაფაში, რომელშიც მას ანაზღაურებადი სამუშაოდან მიღებული შემოსავალი უნდა ყოფილიყო ჩაწერილი. დეპუტატმა ხელფასი არც წინა ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა.

დეპუტატის თქმით, ამის მიზეზი, ტექნიკური ხარვეზია, რომელსაც ის უახლოეს პერიოდში გაასწორებს. 

"ანაზღაურება აუცილებელია ველია, რომლის გარეშეც დეკლარაცია არ რეგისტრირდება, სავარაუდოდ ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდა ადგილი. გავარკვევ და ჩავასწორებინებ"




ისკო დასენის შვილი ტიტალ დასენი ფლობს 75%-იან წილს მისო “ლიდერ კრედიტში”, თავად ისკო დასენი 2016 წლამდე “ლიდერ კრედიტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. ისკო დასენის შვილს, კნიაზ დასენს ეკუთვნის წილები წილები აზარტული თამაშების კომპანია კრისტალბეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები