მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნება" 30 დეკემბერს ყრილობას გამართავს, ცვლილებებია პოლიტსაბჭოში

ოცნება
22.12.23 15:44
515

პარტია "ქართული ოცნება" 30 დეკემბერს ყრილობას გამართავს, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "ოცნების" თავმჯდომარის განმარტებით, ყრილობას 350-მდე დელეგატი დაესწრება და მასზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა.

"ოცნების" პრესსამსახურის მიერ გამოგზავნილი ანონსიდან ირკვევა, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დატოვებენ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა.

"პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა:

ირაკლი ღარიბაშვილი

კახა კალაძე

შალვა პაპუაშვილი

მამუკა მდინარაძე

დიმიტრი სამხარაძე

თეა წულუკიანი

ვახტანგ გომელაური

თორნიკე რიჟვაძე

გიორგი ვოლსკი

არჩილ თალაკვაძე

ირაკლი ჩიქოვანი

ანრი ოხანაშვილი

ნიკოლოზ სამხარაძე

მაკა ბოჭორიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი.

პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე,"- ნათქვამია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები