მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს - აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე

ჯო უილსონი
04.12.24 22:49
1708

აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯო უილსონი, მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაასანქციროს კახა კალაძე და ვახტანგ გომელაური.

„"ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დემოკრატიის ხილვადობა დაკარგა - აკავებს უდანაშაულო აქტივისტებსა და ოპოზიციის მშვიდობიან წევრებს მათ სახლებსა და სამსახურებში. აშშ-მ ამას უნდა უპასუხოს უდანაშაულო ქართველებზე ძალადობაში ჩართული პირების სანქცირებით.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაუწესოს პერსონალური სანქციები თბილისის მერს, შს მინისტრს და ყველა სხვა ოფიციალურ პირს, ვინც პასუხისმგებელია. მოვუწოდებ ევროპელ მოკავშირეებს, იგივე გააკეთონ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები