ქართული ოცნება რთულ მდგომარეობაშია - ასეთია კერძო სექტორის ნაწილის პოზიცია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. ბიზნესმენები აცხადებენ, რომ არჩევნებზე არსებულ ყველა კითხვას პასუხები უნდა გაეცეს. მათი თქმით, ქართულ ოცნებას ლეგიტიმაციის განმტკიცება გაუჭირდება, დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება კი ქვეყანას დიდ დარტყმას მიაყენებს.