გთხოვთ, წადით არჩევნებზე, თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ -საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით, ახალგაზრდები იმსახურებენ, რომ შესაძლებლობები საქართველოში ჰქონდეთ და უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ ეძებდნენ. ელჩის კომენტარი რომლითაც ევროპული ქვეყნების წარმომადგენელმა ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების მინიმალური ზღვარის მიზეზებზე და ამაში მთავრობის წვლილზე ისაუბრა დღეს პრემიერ მინისტრისგან პროპაგანდად შეფასდა. ევროკავშირის ელჩი ამბობს რომ მოქალაქეებმა არჩევანი თავად უნდა გააკეთონ და მომავალი თავად უნდა აირჩიონ. როგორც დიპლომატი ამბობს, ახალგაზრდები იმსახურებენ, რომ შესაძლებლობები საქართველოში ჰქონდეთ და უკეთეს ცხოვრებას სხვაგან არ ეძებდნენ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ქვეყანა ევროკავშირს შორდება. ამასთან, ელჩმა ყურადღება ქვეყანაში არსებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე გაამახვილა.