მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს - ბენჟამინ ჰადადი

სს

"ქართული ოცნების" ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს", - ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი, ბენჟამინ ჰადადი x-ზე წერს.

მისი თქმით, მან მონაწილეობა მიიღო პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია. დღეს მივიღე მონაწილეობა პარტნიორ ქვეყნებთან კოორდინაციის შეხვედრაში, რომელიც ორგანიზებული იყო @SDoughtyMP-ის მიერ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს-წერს ჰადადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები