მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური, „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნება
26.04.24 22:45
487

ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური ავრცელებს განცხადებას „სტუდია მონიტორის“ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუქის“ ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ „რუსული კანონის“ მხარდასაჭერ პოსტებში 4 700-დან 6 400 დოლარამდე დახარჯა“.

განცხადების მიხედვით, კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში იხარჯება.

„„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუქის“ ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ „რუსული კანონის“ მხარდასაჭერ პოსტებში 4 700-დან 6 400 დოლარამდე დახარჯა“.

კომუნიკაციების სამსახური ადასტურებს, რომ მართლაც იხარჯება პარტიის ბიუჯეტიდან თანხები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ოფიციალური გვერდის დაბუსტვაში, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სიმართლე, მათ შორის ის, რომ კანონპროექტის „რუსულობის“ შესახებ აქამდე ერთმა ადამიანმაც ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ხსენებული თანხები იხარჯება საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისთვის, რადიკალური ჯგუფების მიერ წარმოებული მდაბიო და ცრუ კამპანიების საწინააღმდეგოდ.

„მეტას“ კონტრაქტორი „ფაქტ ჩეკის“ მიზანმიმართულად ხელის შემშლელ და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემო პირობებში ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე“, – ნათქვამია განცხადებაში.