ქართული ოცნება 11-წლიანი მმართველობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის მეშვიდედ დამტკიცებისთვის ემზადება. სულ ცოტა ხანში პარტიის ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი პრემიერობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენს. ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის და მთავარი პოლიტიკური მრჩევლის რანგში პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებიდან ზუსტად 1 თვეში პოლიტიკურ დაფაზე პირველი სვლა გააკეთა და პრემიერის და პარტიის თავმჯდომარის როლების გაცვლა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1 თვის წინ ქართული ოცნების მე-7 რიგგარეშე ყრილობაზე გამოჩენილი ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ პრემიერი არ შეიცვლებოდა.