მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართული პროდუქციის ექსპორტს ბელარუსში საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია განახორციელებს

5ab39f5880209
თამუნა დემეტრაშვილი
22.03.18 16:17
715
საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია ბელარუსში ქართული პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ bm.ge-ს ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ქართულ-ბელარუსულ ბიზნეს-ფორუმზე განუცხადა. მისი თქმით, ბელარუსში არარეზიდენტ კომპანიას ქვეყანაში იმპორტის განხორციელების უფლება არ აქვს, სწორედ ამიტომაც ფონდს ბელარუსული მხარის თანხმობით უფლება მიეცა ადგილზე დააფუძნებინა შვილობილი კომპანია.

"ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში ადგილობრივი ვაჭრობის მინისტრი კომპანიას კვოტებს მიანიჭებს და ჩვენ ამ კვოტების ფარგლებში შევძლებთ ექსპორტს. მინსკის ცენტრში უკვე შევარჩიეთ 1500 კვადრატული მეტრი ფართი, სადაც პროდუქცია გაიყიდება“-განაცხადა საგანელიძემ. მისი ინფრომაციით, საუბარია ღვინის, სხვა ალკოჰოლური სასმელებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელის გატანაც ბელარუსში იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები