საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ექსპორტ-იმპორტის არსებული ტენდენცია და მისი ანალიზი პოზიტიური დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
"საქართველოს კონკურენტუნარიანობა, მისი ეკონომიკის, მისი პროდუქციის და მისი სერვისების კონკურენტუნარიანობა იზრდება და ეს დასანახი ტენდენციაა", - აღნიშნა მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, ექსპორტის ზრდას, რაოდენობრივთან ერთად, თან ახლავს ხარისხობრივი გაუმჯობესება.
"ექსპორტის ზრდაში, მხოლოდ ნახევარია ფასისმიერი ზრდა, ანუ მსოფლიო ბაზრებზე პროდუქციის გაძვირებით გამოწვეული, დანარჩენი არის რეალური ზრდა ექსპორტის"- განაცხადა მაჭავარიანმა. ფინანსთა მინისტრმა იპორტის ზრდის შინაარსზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ იმპორტის 18%-იან ზრდაში, უდიდესი წილი მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას უკავშირდება.