იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე 599,7 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 11%-ით აჭარბებს. საექსპორტო პროდუქციის ათეულში პირველ პოზიციას, სპილენძის კონცენტრატი იკავებს, მასზე ევროკავშირის მთელი ექსპორტის თითქმის ნახევარი -253 მილიონი დოლარი მოდის. მეორე პოზიციაზე-42 მილიონით, მინერალური სასუქებია, მესამეზე ეთილის სპირტი, რომლის საექსპორტო ღირებულებამაც 40,4 მილიონი დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ასევე გავიდა 28,8 მილიონი დოლარის თხილი და კაკალი, 28,3 მილიონი დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები (რეექსპორტის ჩათვლით), რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები - 24,6 მილიონი დოლარის, 15,4 მილიონი დოლარის ღვინო, 13,5 მილიონის მინერალური და მტკნარი წყალი, 12 მილიონის ფეროშენადნობები და 8,8 მილიონი დოლარის მსუბუქი მანქანები.
საექსპორტო ათეული ძირითადად წინა წლის ანალოგიურია, თუმცა ცვლილებები მაინც არის. გასულ წელს ამ ჩამონათვალში არ იყო ავტომანქანები, წელს კი ჩამონათვალში არ მოხვდა, ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები. წელს პოზიციები დათმო თხილისა და კაკლის ექსპორტმა, თუმცა გაზრდილია ღვინის საექსპორტო შემოსავალი.