30 ოქტომბერს აშშ-ში, სან-ფრანცისკოში ქართველი ექსპორტიორების პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართება, რომლის ორგანიზებას Globalize-ის გუნდი და საქართველოს გენერალური საკონსულო უზრუნველყოფენ. გამოფენის ფარგლებში, ქართული კომპანიები ამერიკული იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და საცალო ქსელებისთვის საკუთარი პროდუქციის წარდგენას შეძლებენ. საერთო ჯამში, პრეზენტაციაზე 35-მდე ქართული წარმოების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, მონაწილეებს საშუალება ექნებათ: დაამყარონ კონტაქტები, შეიძინონ ახალი სტრატეგიული პარტნიორები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააფორმონ ხელშეკრულებები.
სტუმარი: ქეთი მგელიაშვილი - Globalize-ის ექსპორტის მენეჯერი;