ოქტო არის ახალი სტარტაპი, რომელიც სპეციალურად ღვინის მოყვარულებისთის შეიქმნა. ოქტო აწარმოებს შოკოლადს, რომელიც ეხამება სხვადასხვა ტიპის ღვინოს. ბელგიური კაკაოთი და ქართული პროდუქტებით შექმნილი ოქტოს შოკოლადი მომხმარებელს ღვინოსთან შეხამების ახალ გამოცდილებას სთავაზობს. უჩვეულო გემოს მქონე შოკოლადიდან, რამდენიმე გემოს გამრჩევაა შესაძლებელი, შოკოლადი ლორით და სეზამის მარცვლებით, ასევე ჯინჯერითა და ლაიმით, წითელი წიწაკით და სხვა. სულ რვა სახეობის შოკოლადია და ეხამება ათზე მეტ სხვადასხვა ტიპის ღვინოს. ეს შეიძლება იყოს, წითელი მშრალი ღვინო, თეთრი კლასიკური, ცქრიალა, ნახევრად ტკბილი ღვინო და ასე შემდეგ. ოქტო უკვე სთავაზობს ღვინის პროფესიონალების მიერ შერჩეულ რამოდენიმე შეხამების ვარიანტს, რის შესახებაც ინფორმაცია შეფუთვაზევე არის დატანილი.
სტუმრები: ნინო ზამბახიძე - "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", თავმჯდომარე.
გიორგი ფოცხვერაშვილი - "ოქტო", თანადამფუძნებელი. თემა: ქართული პროდუქტებით შექმნილი შოკოლადი.