ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 5 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შეაჯამეს. ორგანიზაციების ინფორმაციით, პროგრამამ 2019-2023 წლებში ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათ მნიშვნელოვნად დაეხმარა, თუმცა ევროპულ ბაზარზე მოხვედრა ქართველი მეწარმეებისთვის კვლავ გამოწვევაა. რა პრობლემებს აწყდებიან ბიზნესები ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტზე გატანისას?