ქართული რძის ნიშნის ფედერაცია, საერთაშორისო დონორის და იურიდიული კომპანია ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მხარდაჭერით, გეგმავს აქტიურ კომუნიკაციას რიტეილ სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს არსებული გამოწევების დაძლევას, ბაზრის გაჯანსაღებას და სუპერმარკეტებსა და რძის გადამმუშავებელ საწარმოებს შორის ვაჭრობის თანაბარი და სამართლიანი პირობების შექმნას.
ქართული რძის ნიშნის ფედერაცია განახორციელებს, როგორც ასოციაციების დონეზე, ასევე, ინდივიდუალურ შეხვედრების ორგანიზებას, არსებული პრობლემების განხილვის, გადაჭირის მიზნით, ბაზარზე მონაწილე სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას. ქართული რძის ნიშნის ფედერაციის აქტივობები სამართლებრივად მხარდაჭერილი იქნება იურიდიული კომპანია ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მიერ.
ქართული რძის ნიშნის ფედერაცია, საერთაშორისო დონორის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობას აღნიშნულ საკითხზე 2021 წლიდან, რომლის ფარგლებშიც, განხორციელდა რძის სექტორის კვლევა, შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჯეი ენდ თი ქონსალთინგის მიერ მომზადდა ანგარიში უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის რეგულირების პერსპექტივების შესახებ, ქართული რეალობის გათვალისწინებით, სადაც შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა ევროკავშირის დირექტივა და ევროკავშირის ქვეყნების მაგალითები.
დაგეგმილი აქტივობები კი მიზნად ისახავს უშუალო კომინიკაციას ბიზნეს სექტორებს შორის ვაჭრობის თანაბარი და სამართლიანი პირობების უზრუნველსაყოფად.


























