მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული რძის პროდუქტებმა“ თანამშრომლებს ხელფასები 30%-ით გაუზარდა

გიორგი ლიპარტელიანი

„ქართული რძის პროდუქტებმა“ 2023 წელს თანამშრომლებს ხელფასები 30%-ით გაუზარდა. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი ლიპარტელიანმა განაცხადა.

„რძის პროდუქტების წარმოება ძალიან რთული პროცესია, ამიტომ ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი ძალიან ძვირფასია, ამიტომაც თითქმის ყოველ წელს ვცდილობთ ხელფასები გარკვეული პროცენტულობით გავზარდოთ. წელს სახელფასო ფონდი გავზარდეთ და თანამშრომლებს ხელფასები დაახლოებით 30-40 პროცენტით გავუზარდეთ,“ - აღნიშნა გიორგი ლიპარტელიანმა.

კომპანია წარმოების ყველა მიმართულებაში 220 ადამიანს ასაქმებს და ამ ეტაპზე ტრადიციულ ხაზს აწარმოებს. ესენია: ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე. ფასები კი პროდუქციაზე 2 ლარიდან იწყება.

ბიზნესმა ოპერირება 2006 წელს „ნატურალ პლიუსის“ სახელწოდებით დაიწყო. ეს იყო საოჯახო ბიზნესი, რომელიც ძალიან მცირედი ინვესტიციით შეიქმნა და რძის პროდუქტების წარმოებას ერთ პატარა ოთახში ახორციელედა.

შემდეგ მოხდა რეინვესტირება და ამჟამად კომპანია „ქართული რძის პროდუქტების“ სახელით განაგრძობს ოპერირებას.შეგახსენებთ, “ქართული რძის პროდუქტებმა“ 21 ოქტომბერს თბილისში ყველის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გახსნა, რომელშიც განხორციელებულმა ინვესტიციამ 800 ათასი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები