მე-16 ადგილზეა. AAWE-ს მონაცემებით, რქაწითელი სულ 58.6 ათას ჰექტარზეა გაშენებული.
ყველაზე გავრცელებული ვაზის სახეობა კი ფრანგული Cabernet Sauvignon-ია. ამ ჯიშის ვაზის ფართობი 288 ათას ჰექტარს აჭარბებს. შემდეგ ადგილს ასევე ფრანგული Merlot და ესპანური Airen იკავებენ, მე-4 ადგილზე Tempranillo-ა (ესპანური) , ხუთეულს კი Chardonnay კრავს (საფრანგეთი).
რქაწითელი ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, რომელიც დამწიფების გვიანდელი ვადით ხასიათდება. ის განეკუთვნება შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. მისი ჩამოყალიბების კერად ყვარელი-ენისელისა და ლაგოდეხის მხარეს მიიჩნევენ. კახეთის მევენახეობის რაიონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს სექტემბრის შუა რიცხვებიდან - ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.