მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საბავშვო სათამაშო „მადელაინი“ Amazon-ზე იყიდება

611d5bb0bb022
BM.GE
18.08.21 23:56
2032
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან GEclose2EU ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერის შედეგად პროექტის ბენეფიციარი საბავშვო სათამაშოების მწარმოებელი კომპანია "მადელაინის" პროდუქცია საერთაშორისო ონლაინ-საშოპინგო პლატფორმაზე "ამაზონზე" განთავსდა.

"ჩემი პირადი კონსულტანტი იყო შოთა ლეკაშვილი, რომელმაც ჩვენი საკონსულტაციო შეხვედრების ფარგლებში ყველაზე გაყიდვადი 5 პროდუქტი განათავსა საიტზე. მიმდინარე წლიდან ჩვენი პროდუქტები იყიდება ამაზონზე, კონსულტაციის ფარგლებში მივიღე დაწვრილებითი ინფორმაცია ამაზონზე პროდუქციის განთავსების და ამ სისტემის გამართულად მუშაობის შესახებ",- აცხადებს კომპანია მადელაინის დამფუძნებელი ელეონორა კუცია.

ბიზნესის განვითარების საკონსულტაციო მომსახურების ტექნიკური დახმარება, პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც ბენეფიციარი კომპანიებისთვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების მიერ მენტორინგის, რჩევებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები