მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საბავშვო ტანსაცმელი "რკო", შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს

58f89b183d7cc
სალომე მეცხვარიშვილი
22.04.17 19:00
5497
სამი მეგობრის მიერ დაწყებული ბიზნესი, შესაძლოა, საქართველოს ფარგლებს გასცდეს. საბავშვო ტანსაცმლის წარმოება "რკომ" რამდენიმე თვის წინ დაიწყო და როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო მეგრელიშვლი აცხადებს, უკვე საკმაოდ პოპულარულია.

"მოთხოვნა ხანდახან იმდენია, რომ ვერ ავუდივართ",- აცხადებს თაკო მეგრელიშვლი.

სამმა მეგობარმა ჩვილებისა და 10 წლამდე მოზარდებისთვის ტანსაცმლის წარმოება 2016 წლის დეკემბერში დაიწყო.

"გასაღების ძირითადი ბაზარი ჩვენთვის "ფეისბუკია", ჩვენი სამოსი მალე განთავსდება "ფაბრიკაშიც" - კონცეპტუალურ მაღაზიაში",- ამბობს თაკო მეგრელიშვილი.

საბავშვო ტანსაცმლის დიზაინს თავად დამფუძნებლები ქმნიან, სამოსის ნაწილი ხელით იქსოვება, ნაწილს კი კერავენ.

"გვინდა, რომ ჩვენი წარმოება გავაკეთოთ, რადგანაც მოთხოვნა დიდია. უკვე ვეძებთ კადრებს იმისთვის, რომ გავმართოთ წარმოება. ამისთვის დაახლოებით 5-ათასი დოლარი გვჭირდება",- ამბობს დამფუძნებელი.

როგორც თაკო მეგრელიშვილი აცხადებს, ქართული სამოსი განსაკუთრებით პოპულარულია უცხოელ კლიენტებში. აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმოს სურს, „რკოს“ პროდუქცია ექსპორტზე გაიტანოს. ამ ეტაპზე საუბარია საფრანგეთში, რუსეთსა და ამერიკაში მცირე პარტიის გატანაზე, რამდენადაც ჯერჯერობით კომპანია დიდ მასშტაბებზე გასული არ არის.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები