მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული საფოსტო ინდუსტრია კოლაფსის წინაშეა" - კომპანიები TEMU-ს ეფექტზე საუბრობენ

TEMU

საქართველოს საფოსტო მომსახურების ბაზარი კოლაფსის ზღვარზეა. ქართული გადამზიდავი კომპანიები ჩინეთიდან TEMU-ს პლატფორმაზე წარმოქმნილ მოთხოვნას ვერ უმკლავდებიან. ამანათების დაგვიანებაზე საუბრობენ როგორც მომხმარებლები, ისე თავად ბიზნესის წარმომადგენლები.

On way-ის დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ TEMU-ს ამანათების ხარჯზე კომპანიაში ამანათების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, თუმცა, მისი თქმით, ისინი ემსახურებიან მხოლოდ იმ რაოდენობის ამანათებს, რისი რესურსიც კომპანიას ამ ეტაპზე აქვს. ამის პარალელურად, გოგოლაშვილი საუბრობს ბაზარზე წარმოქმნილ ხარვეზებზე. მისი თქმით, აღნიშნულ პლატფორმასთან მიმართებით ასეთ მაღალ მოთხოვნას ადგილობრივი ბიზნესი არ ელოდა, რის გამოც კოლაფსი წარმოიქმნა. ამანათები გვიანდება, მომხმარებელი კი უკმაყოფილო რჩება.

“დღეს ქართულ საფოსტო ინდუსტრიას არ აღმოაჩნდა რესურსი, რომ ამ გაზრდილ მოთხოვნას გამკლავებოდა. ფაქტია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში იზრდება მოთხოვნა, თუმცა ამ რესურსის დაკმაყოფილება ამ ეტაპზეც ვერ ხდება და შეკვეთების გარკვეული რაოდენობა არის დაგროვებული, რომლის მიწოდებაც ამ ეტაპზე დროში ჭიანურდება. ჩვენ ვხედავთ, რომ სწრაფად ვერ ხდება მათი მიწოდება, ვინაიდან ძალიან მზარდია რაოდენობა და ფაქტობრივად ჯერჯერობით ეს რესურსი არ გვაქვს, რომ ერთობლივად მოხდეს რესურსისთვის თავის მოყრა და ამანათების დარიგება.

კარგი იქნებოდა, რომ გათვალისწინებულიყო ის მოთხოვნა, რაც იქნებოდა და საკურიერო კომპანიების მომზადებულები ყოფილიყვნენ იმისთვის, რომ სერვისი არ დაზიანებულიყო. თუმცა აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე, იმ რაოდენობას ამანათებს, რაც ახლა არის, არავინ არ ელოდა და მათ შორის არც საბაჟო ტერმინალი და იქაც ვხედავთ, რომ არის ხარვეზები ამანათების გამოსვლასთან დაკავშირებით", - ამბობს On way-ის დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები