სამთხო-სათხილამურო ტანსაცმლის ქართული ბრენდი „კოკო“ ექსპორტისთვის ემზადება. როგორც „ქალების ნარატივში“ ბრენდის დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარ ურუშაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე „კოკო“ თურქეთის ბაზარზე გამოჩნდება.
„ყველა ჩვენი მოდელი გავა ექსპორტზე თურქეთში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება. ვფიქრობთ, ჩვენი წარმოების 70 % თურქეთში, ხოლო 30 % საქართველოში გაიყიდება. თუმცა პროცენტული გადანაწილება ჯერ პირობითია.“ - აღნიშნა თამარ ურუშაძემ.
გარდა ამისა, "კოკო“ რამდენიმე კვირაში მაღაზიასაც გახსნის და ონლაინ პლატფორმა kok.ge-საც ჩაუშვებს.
თამარ ურუშაძის თქმით, ამჟამად მაღაზიისთვის ადგილმდებარეობის შერჩევა ხდება, მაღაზიის გახსნისთვის და ზამთრის კოლექციის შექმნისთვის დაახლოებით 100 ათასი ლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა. რაც შეეხება „კოკოს“ პროდუქციის ღირებულებას, ფასები 95 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.
ბრენდი KOKO 2023 წლის თებერვალში დაარსდა და სამთო სათხილამურო ორეულებს, ფლისის თერმულ სამოსს, ყოველდღიურ სპორტულებს, პერანგებს, ჰუდებს, მაისურებს და ქურთუკებს ამზადებს.