ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 2023 წელს 2022-თან შედარებით 15%-ით გაიზარდა და მილიარდ 437 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
2023 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გავიდა 163 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებული იყო თხილი (40%), ღვინო (19%), სპირტიანი სასმელები (19%) და მინერალური და მტკნარი წყლები (7%).
რა სტანდარტები უნდა გაითვალისწინონ მეწარმეებმა ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის განთავსებისას, მათ შორის, მდგრადობის მიმართულებით, რატომ არის საინტერესო მათთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნები და როგორ შეგვიძლია მეტად გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რაც აღნიშნულ ბაზარზე არსებობს?
სტუმრები: სალომე ზურაბიშვილი - გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ნინო მერის მაძღარაშვილი - მცირე ბიზნესი "ნინო მერის" დამფუძნებელი