მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სათვალეების ბრენდი ევროპის ნაცვლად რეგიონის ქვეყნებში აქტიურდება

5a040ffad8455
სალომე მეცხვარიშვილი
09.11.17 14:40
4385
ქართული წარმოების სათვალეების ბრენდი Bros Eyewear სტრატეგიას ცვლის და ევროპის ნაცვლად რეგიონის ქვეყნებში აქტიურდება. როგორც საქმის კურსს ხის სათვალეების კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი გამთენაძემ განუცხადა, წლის ბოლომდე ქართული სათვალეები აზერბაიჯანსა და რუსეთში გაიყიდება.

"რეგიონის ქვეყნებში გასვლა და ფეხის მოკიდება ბევრად მარტივია, ვიდრე სხვაგან, მით უმეტეს ჩვენნაირი სტილის კომპანიისთვის, როდესაც დიდ მასშტაბებზე საუბარი არ გვაქვს",- აცხადებს ირაკლი გამთენაძე.

მისი თქმით, გასულ წელს კომპანიამ პროდუქცია ესპანეთში გაიტანა, თუმცა, გაყიდვებით კმაყოფილი არ არიან. ირაკლი გამთენაძე ამბობს, რომ მაღაზია, სადაც ხელკანეთი სათვალეები ჰქონდათ წარმოდგენილი, დაბალ სეგმენტზე მუშაობდა, რამაც შედარებით მცირე გაყიდვებიც გამოიწვია.

"დეკემბრისთვის ვამთავრებთ ახალ სახელოსნოს, სადაც უფრო დიდი წარმადობა გვექნება, რაც ევროპისა და რეგიონულ ბაზარზეც უფრო წარმატებულად გასვლაში დაგვეხმარება",-აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისივე თქმით, ახალი საწარმო და შოურუმი თუმანიანის ქუჩაზე მოეწყობა.