მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საზამთროს ექსპორტი 97.6%-ით შემცირდა - სად ვყიდით/ვყიდულობთ?

საზამთრო

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოში საზამთროს ექსპორტი და იმპორტიც შემცირებულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 7 თვეში (საექსპორტო პერიოდი ივნისი-ივლისი) საქართველოდან 0.5 ათასი აშშ დოლარის 2.3 ტონა საზამთრო გავიდა ექსპორტზე, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 97.6%-ით ნაკლებია. შარშან ზაფხულს საქართველომ 35.3 ათასი აშშ დოლარის 98.7 ტონა საზამთრო გაყიდა.

წელს, ერთადერთი საექსპორტო ბაზარი სომხეთია. გასულ წელს კი, მთავარი შემსყიდველი რუსეთი იყო.

რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველომ 2.3 მლნ აშშ დოლარის 7,543 ტონა საზამთრო იყიდა. 7.1%-ით ნაკლები გასული წლის მაჩვენებელზე.

იმპორტიორი ქვეყნები:

  • თურქეთი - $1.3 მლნ-ს 4,457 ტონა;
  • ირანი - $580 ათასის 1,863 ტონა;
  • აზერბაიჯანი - $252.8 ათასის 842.8 ტონა;
  • უზბეკეთი - $109.9 ათასის 366.5 ტონა;
  • ნიდერლანდები - $22.5 ათასის 13 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები