მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული შოკოლადის მთავარი საექსპორტო ბაზარი ირანია

604daffcaad6d
მადონა გასანოვა
14.03.21 12:00
1355
2020 წელს, საქართველოდან შოკოლადის ექსპორტი ჯამში, 14 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ $1,247,800 შეადგინა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი $1,483 200 იყო. $523 300-იანი ღირებულებით, ირანი ქართული შოკოლადის ექსპორტის მთავარი ბაზარი იყო.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის თანახმად, შოკოლადის ექსპორტის (მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტი) მოცულობა, 2020 წელს, 331 ტონა იყო, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის 130 ტონით ნაკლებია.

შარშან, ქართული შოკოლადის სამი ძირითადი საექსპორტო ბაზარი იყო: ირანი - $523 300,113 ტონა, ესტონეთი - $143 000,29.2 ტონა და საუდის არაბეთი – $136 500,44.3 ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სინგაპურში მხოლოდ 17.8 ტონა - $70, 000 ღირებულების პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც 2019 წელს აღნიშნული ქვეყანა ქართული შოკოლადის მწარმოებლებისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი იყო. სინგაპურში 2019 წელს 76.7 ტონა შოკოლადის ($ 335 500 ღირებულების) ექსპორტი განხორციელდა. 2020 წლის ლიდერი ქვეყანა ირანი, 2019 წელს მეორე ადგილზე იყო, $320 100 ღირებულების 90.9 ტონა შოკოლადით. $180 100 ღირებულების 36.7 ტონით მესამე ადგილი ესტონეთს ეკავა.

World’s Top Exports-ის მონაცემების თანახმად, 2019 წელს შოკოლადის ექსპორტის გლობალური გაყიდვების ჯამმა $29.2 მილიარდი შეადგინა. შოკოლადის ექსპორტიორი ყველა ქვეყნისთვის ექსპორტის ღირებულება საშუალოდ, 13.9%-ით გაიზარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ეს მაჩვენებელი $25.6 მილიარდს ითვლიდა. რაც შეეხება, 2018-2019 წლების შედარებას, აღნიშნულ პერიოდში ღირებულების კლება -0.4% იყო.

კონტინენტებს შორის, შოკოლადის ყველაზე დიდი ექსპორტიორი 2019 წელს ევროპა იყო $21.7 მილიარდით, რაც მთლიანი ექსპორტის 74,3%-ია. 13.4% მოდიოდა ჩრდილოეთ ამერიკაზე, 8.9% - აზიაზე, 1.2% ლათინურ ამერიკაზე, მექსიკის გამოკლებით, თუმცა, კარიბების ჩათვლით, 1.2% - აფრიკაზე და 0.9% - ოკეანეთზე.

15 ქვეყანა, რომელმაც 2019 წელს ყველაზე მეტი ღირებულების შოკოლადის ექსპორტი განახორციელა შემდეგია:

გერმანია - $4.9 მილიარდი (ჯამური ექსპორტის 16.9%), ბელგია - $3.2 მილიარდი (10.9%), იტალია - $2.1 მილიარდი (7.3%), ნიდერლანდები - $2 მილიარდი (7%), პოლონეთი - $1.8 მილიარდი (6.3%), აშშ - $1.7 მილიარდი (5.7%), კანადა - $1.6 მილიარდი (5.5%), საფრანგეთი - $1.2 მილიარდი (4.2%), გაერთიანებული სამეფო - $961.7 მილიონი (3.3%), შვეიცარია - $835.8 მილიონი (2.9%), რუსეთი - $715.3 მილიონი (2.5%), მექსიკა - $653.4 მილიონი (2.2%), თურქეთი - $550.3 მილიონი (1.9%), ექსპანეთი - $529.5 მილიონი (1.8%) და სინგაპური - $487.4 მილიონი (1.7%).

აღნიშნულ 15 ქვეყანაზე, 2019 წელს შოკოლადის გლობალური ექსპორტის ჯამური ღირებულების 80% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები