მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული შოუს“ პრემიერა – წარმოდგენა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა

6489c2e7be0b6
BM.GE
13.06.23 18:01
752
6 ივნისს, მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ ახალი წარმოდგენის, „ქართული შოუს“ პრემიერა შედგა, რომელიც სტუმრებს საქართველოს ისტორიას, ქართულ კულტურასა და გასტრონომიას განსხვავებული ფორმით აცნობს.

„ქართული შოუ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და „თეატრს“ მორიგი დადგმის პრემიერა მიულოცა.

„თეატრის“ პროექტები უკვე იხილა და მოიწონა როგორც ქართულმა, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. დარწმუნებული ვარ, არც „ქართული შოუ“ იქნება გამონაკლისი და მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ სტუმარს, მათ შორის ტურისტს, ვიხილავთ თქვენს სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ღირსეულად გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის საამაყო კულტურა, ისტორია, გასტრონომია და ყველაფერი ის, რაც ქმნის საქართველოს ბედს“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ქართული შოუ“ სტუმრებს წარუდგენს ქართული ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს, კლასიკურ სიმღერებსა და ქვეყნის უნიკალურ სამზარეულოს. წარმოდგენა ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მონაწილეობით შეიქმნა. ანსამბლმა „თეატრის“ სცენაზე შეასრულა გამორჩეული ქართული ცეკვები, ფოლკლორული და კლასიკური სიმღერები კი „თეატრის“ გუნდისა და მარიამ როინიშვილის შესრულებით გაჟღერდა.

მწერალმა აკა მორჩილაძემ „ქართული შოუსთვის“ საგანგებოდ შექმნა ტექსტები, რომლებიც სტუმრებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას მხატვრული ფორმით მოუთხრობდა. შოუს ვიზუალურ მხარეზე მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტმა“ იმუშავა.

„ქართული შოუ“ არაჩვეულებრივი საშუალება იქნება უცხოელი სტუმრებისთვის გაიცნონ ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, მისი კულტურული და გასტრონომიული მემკვიდრეობა და თან ისიამოვნონ შთამბეჭდავი სანახაობით. შოუ ვერც ადგილობრივ სტუმრებს დატოვებს გულგრილს, რადგან „თეატრის“ ახალი დადგმა საქართველოს ისტორიაში მოგზაურობის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.

მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“ „ქართული შოუ“ ყოველ სამშაბათს გაიმართება. ბილეთების შეძენა ონლაინ, tkt.ge-ზეა შესაძლებელი. მეტი დეტალისთვის ეწვიეთ „თეატრის“ ფეისბუქ გვერდს.

13 ივნისის ბილეთების შესაძენად გადადით მოცემულ ბმულზე: https://tkt.ge/event/352235/premiera-qartuli-shou-premiere-georgian-show 
20 ივნისის ბილეთების შესაძენად კი ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://tkt.ge/event/352236/premiera-qartuli-shou-premiere-georgian-show 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები