სულ მალე, 18 ოქტომბერს, ასტანაში, Google-ისა და StrategEast-ის ორგანიზებით საერთაშორისო ჰაკათონი გაიმართება, რომლის მიზანს მდგრადი განვითარების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია წარმოადგენს. ჰაკათონს წინ უძღოდა ვორქშოპების სერია, რომელშიც 7 ქვეყნის 120-მდე სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა. საერთო ჯამში, ღონისძიებაზე ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონიდან 21 საუკეთესო სტარტაპი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ფინალისტებს შორის რამდენიმე ქართულ სტარტაპი იქნება.
სტუმრები:
- ლიკა მერაბიშვილი - კავკასიის რეგიონული დირექტორი - StrategEast;
- გიორგი მუშკუდიანი - AI IA Hydro -ს დამფუძნებელი;