მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია გავიდნენ საქართველოდან - თაუერი

6193c995e6d86
BM.GE
16.11.21 19:56
442

Catapult VC ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯონათან თაუერი აცხადებს, რომ საქართველოში ვენჩერული ფონდის დაფუძნებით, ქართულ  Start-up-ებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. 

“ბოლო ოთხი წელია საქართველოში საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ, რადგან GITA-ს სტარტაპების პროგრამაში ვმონაწილეობ როგორც შემფასებელი. 2018 წლიდან ვუყურებ ყველა ჯგუფს, რომელიც GITA-ს პროექტებში მონაწილეობენ და შემიძლია ვთქვა, რომ ვხედავ მათ პროგრესსა და ხარიხს. ამან დაგვარწმუნა იმაში, რომ ახლა ფონდის დაფუძნებისთვის სწორი დროა. ეს ფონდი დაკავშირებულია სილიკონ ველთან.

ქართული სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიდნენ საქართველოდან და გახდნენ გლობალური ბაზრის მონაწილეები. აქ ბევრი კარგი იდეაა და ინჟინერია, თუმცა არც ისე ბევრი ვენჩორული ფონდია. განსაკუთრებით ისეთი ფონდები, რომელთაც კავშირები აქვთ მსოფლიოს მასშტაბით ტექნოლოგიურ ჰაბებთან, როგორიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი ფონდი, რომელიც თანამშრომლობს GITA-თან და საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან ვფიქრობთ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის”,-აცხადებს თაუერი.

Catapult ვენჩურული კაპიტალის ფონდია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის მიღმა ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. ფონდმა 15-ზე მეტი წლის განმავლობაში 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 100-ზე მეტ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები