მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი Ambry, რომლის მიზანია კრიპტოსამყარო სანდო და უსაფრთხო გახადოს

6157400c066e7
მარიამ იზორია
01.10.21 23:41
1176
Ambry ქართული სტარტაპია, რომელიც კრიპტოსამყაროს უფრო სანდოსა და უსაფრთხოს ხდის. ის კომპანიებს და კერძო პირებს ნებისმიერი კრიპტომისამართისა და კრიპტოტრანზაქციის შემოწმებაში ეხმარება. მაგალითისთვის, კომპანიას შეუძლია Ambry-ს დახმარებით მონიტორინგი აწარმოოს და თუ ტრანზაქცია საეჭვო იქნება, ინფორმაციას მაშინვე მიიღებს, ანალოგიურად ხდება კერძო პირის შემთხვევაში, მომხმარებელი ნებისმიერი ტრანზაქციის მონაცემის ჩაწერით მასზე სრულ ინფორმაციას ეცნობა.

სტარტაპი სულ რამდენიმე თვეა, რაც ოპერირებს და ხუთ ადამიანს აერთიანებს, რომლებმაც საწყისი მცირე ინვესტიცია პირადი ფინანსებით განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ Ambry GITA-ს 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია და როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ლუკა ლომსაძე bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ეს თანხა პროექტის განვითარებასა და პოპულარიზაციას მოხმარდება. ამასთან მისივე თქმით, გრანტი Ambry-ს გუნდს ახალ სერვისებზე მუშაობის საშუალებასაც მისცემს.

„გრანტის ძირითადი ნაწილი უშუალოდ პლატფორმის გაუმჯობესებასა და დახვეწას მოხმარდება, დანარჩენი კი პროექტის პოპულარიზაციასა და ახალ სერვისებზე მუშაობას, ჩვენს გეგმაში ახალი ინვესტიციების მოზიდვაც შედის, დასაწყისისთვის ამ თანხას სრულად გამოვიყენებთ, უფრო დახვეწილი პროდუქტით კომპანიებს და კერძო პირებს მთლიანი საქართველოს მასშტაბით მოვიცავთ, უკვე 2023 წლის მეორე ნახევარში გვინდა მსოფლიო მასშტაბზე გავიდეთ“, - აცხადებს ლუკა ლომსაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები